“სუფთა სახლი” – უკრაინის მხარდასაჭერად!

რუსეთის აგრესიამ ყველასა და ყველაფერზე მოახდინა გავლენა. ის არა მხოლოდ უკრაინაში მძვინვარებს, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება ომის შედეგები, რადგან ის ახლაც გრძელდება, თუმცა კარგად ვიცით, რომ ეს ზიანი იქნება პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც, სოციალურიც, რისთვისაც კომაპანიები ერთიანდებიან და სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას!

სუფთა სახლმა” უკრაინის საელჩოს შუამდგომლობით, ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით, 100 000 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გააგზავნა.

ვფიქრობთ, რომ ყველაზე მძიმე ვითარებაში საომარ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები არიან. უამრავ ბავშვს სიცივეში, ბომბების ქვეშ უწევს ღამის გატარება. ეს არის ის მცირედი წვლილი, რითაც გვსურს მძიმე ყოფა შევუმსუბუქოთ მათ. თითეული ადამიანის დახმარება მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს და იმედი გვაქვს მშვიდობიანი მომავლის.”- აცხადებს კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ანი ნადირაშვილი.