სუფთა სახლის მედია აქტივიზმი და გათამაშებები
„სუფთა სახლი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა მედიასთან. ჩვენთან იწერება როგორც ფეისბუქ, ასევე სატელევიზიო ლაივები და სხვადასხვა თემატიკის ვიდეო-რგოლები, რომელთა მეშვეობითაც ხდება, ჩვენი საუკეთესო შეთავაზებების შესახებ, მომხმარებლის ინფორმირება და არსებული პროდუქციის პოპულარიზაცია.
ასევე გვაქვს ფეისბუქის ჯგუფი, სადაც განთავსებულია ბლოგები (სასარგებლო და აუცილებელი რჩევების, განსაკუთრებული შეთავაზებების, აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ). ჩვენთან რჩევები და რეკომენდაციები თითოეული მომხმარებლისთვის უფასოა.
გარდა ამისა, თითოეულ ფილიალში განთავსებულია შიდა რადიო, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩვენ ფილიალებში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის, რაც არავერბალური კომუნიკაციაა მომხმარებელსა და კომპანიას შორის.
ჩვენ გვიხარია, რომ ირჩევთ და ენდობით „სუფთა სახლს“. ამიტომ კომპანია წელიწადში ოთხჯერ მისი ერთგული მომხმარებლებისთვის მართავს გრანდიოზულ წამახალისებელ ლატარიას, რომელთაგანაც ერთ-ერთია მომენტალური, რომლის დროსაც მომხმარებელი ყიდულობს გარკვეული თანხის პროდუქციას, მას გადაეცემა მომენტალური გათამაშების ბარათი და ადგილზევე, შემთხვევითობის პრინციპით, იგებს სხვადასხვა პრიზს (თავის მოვლის საშუალებებს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, პარფიუმერიასა და სხვა), ხოლო მეორე ტიპის გათამაშების დროს მომხმარებელი ყიდულობს ჩვენ პროდუქციას, 2 თვის განმავლობაში აგროვებს ბილეთებს და შემდგომ ფეისბუქ ან სატელევიზიო ლაივის მეშვეობით ვავლენთ გამარჯვებულს (საგზური ევროპასა და საქართველოში, მანქანა, ლეპტოპი, ტექნიკისა და ავეჯის ვაუჩერი, „სუფთა სახლის“ ქულები და სხვა). ასევე გვაქვს ფეისბუქ და ინსტაგრამ გათამაშებებიც, სადაც პრიზების მოგება სულ რამდენიმე პირობის შესრულებითაა შესაძლებელი (სასაჩუქრე ბოქსები, ვაუჩერები და სხვა).