„სუფთა სახლი” უკვე სახლში მოგიტანთ!

„სუფთა სახლმა“ ელექტრონული კომერციის ათვისება დაიწყო და პლატფორმა CH.GE წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს E-commerce-ისა და ტექნოლოგიის ყველა ბენეფიტს სთავაზობს.

მომხმარებელს შეუძლია, წინასწარ დაგეგმოს საკუთარი შესყიდვები, შექმნას სასურველი პროდუქციის სია, გამოიწეროს ან დაელოდოს მისთვის მომგებიან აქციას და უფრო გააზრებულად და ეფექტიანად იშოპინგოს სახლიდან გაუსვლელად.

საიტზე რეგისტრაცია სულ რამდენიმე კლიკით შეგიძლიათ, მარტივი ნავიგაციის სისტემა კი სასურველი პროდუქტის სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ. ონლაინ გადახდა შესაძლებელია, როგორც ნებისმიერი ბანკის, ისე სუფთა სახლის დაგროვების ბარათით. ამასთან, ონლაინ შეძენისას ქულები ავტომატურად გროვდება.

სუფთა სახლი მომხმარებელს არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ქიმიასა და თავის მოვლის საშუალებებს, არამდე ჭურჭელსა და აქსესუარებსაც სთავაზობს. Ch.ge-ზე ხელმისაწვდომია ყველა ის პროდუქტი, რაც მოთხოვნადია ელექტრონული კომერციის მიმართულებით. გამარტივებული ნავიგაცია საშაულებას იძლევა, გაფილტრო არასასურველი, იპოვო შენთვის საჭირო პროდუქცია და გაეცნო მასზე სრულ აღწერილობას.

გათვალისწინებულია მომხმარებლის მხრიდან შეკითხვების გაჩენის ალბათობა, რისთვისაც ჩაშენებულია ონლაინ ჩეთი და ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

„ჩვენ მომხმარებელს სამ განზომილებაში ვუყურებთ და სერვისებსაც ამავე განზომილებებში ვთავაზობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მომხმარებლის ქცევის შესწავლის პროცესი პროდუქტის წარდგენით არ სრულდება. გამუდმებით ვცდილობთ, მათ უკეთ გასაცნობად ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ. ამ პროცესში კი რამდენიმე მთავარი ელემენტია, რასაც გამოვყოფდი – სანდოობა, სრულფასოვანი, ზუსტი ინფორმაცია, უსაფრთხოება და სიმარტივე. ჩვენ მუდმივად გავდივართ კონსულტაცეიბს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და ყოველდღიურად ვცდილობთ, ელექტრონული შოპინგის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მარტივი გავხადოთ“ , ანი ჯაფარიძე, ,,სუფთა სახლის“ ელექტრონული კომერციის განვითარების ხელმძღვანელი.

გამარტივებულია შეკვეთისა და მიტანის პირობებიც. თბილისსა და მის შემოგარენში საიტზე არსებული ნებისმიერი ნივთის შეკვეთაა შესაძლებელი. შეუზღუდავია წონაც და, რაც მთავარია, მასზე თანხის დამატება საჭირო არ არის. 100 ლარის ზემოთ შენაძენზე მიტანა უფასოდ ხორციელდება.

ამ სიახლესთან ერთად, კომპანია ხვალ, 26 მარტს, თავის ერთგულ მომხმარებელს სასიამოვნო აქციას სთავაზობს. პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე ყველა მომხმარებელი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს როგორც „სუფთა სახლის“ ყველა ფილიალში, ისე ონლაინ პლატფორმიდან შეძენის შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება ვებგვერდის მომხმარებელთათვის არა ერთი დღით, არამედ 26, 27, 28 მარტსაც იქნება აქტიური.

უახლოეს მომავალში “სუფთა სახლი“ თავის მომხმარებლებს კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს. მათ ელოდებათ მობილური სერვისები, მათთვის შექმნილი ბლოგი და სივრცე მეტი ინფორმაციისთვის, ასევე – ახალი პლათფორმები და ფუნქციოინალი, რომელიც ელექტრონული შოპინგის გამოცდილებას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.