10 ნაბიჯი, როგორ დავალაგოთ აბაზანა და რომელი საწმენდი საშუალება გამოვიყენოთ?
კატეგორია: სახლის დალაგება
ნახვები: 779
20 Nov. 2018

10 ნაბიჯი, როგორ დავალაგოთ აბაზანა და რომელი საწმენდი საშუალება გამოვიყენოთ?

სუფთა სახლში ცხოვრება მნიშვნელოვანია, როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე განწყობისთვის. არავის უხარია არაჰიგიენურ გარემოში ყოფნა თუ სტუმრობა. რა თქმა უნდა, არც მუდმივად დალაგებაა ჩვენი ჰობი, თუმცა მოწესრიგებული და სუფთა გარემო მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენ მოგიყვებით პატარა, მნიშვნელოვან დეტალებზე, თუ როგორ დაალაგოთ აბაზანა და საპირფარეშო, მით უმეტეს, როცა მათი დალაგება სახლის სხვა ნაწილთან შედარებით უფრო უსიამოვნო და დამღლელია. დასაწყისისთვის გეტყვით, - ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, რადიოგადაცემა, გაიკეთეთ ხელთათმანი და შეუდექით ნაბიჯ-ნაბიჯ.
ნაბიჯი 1 - ნივთების მოშორება
აალაგეთ ყველა ნივთი აბაზანიდან. გადაყარეთ შამპუნისა და შხაპ-გელის ძველი, ცარიელი კოლოფები და პაკეტები. გაიტანეთ ძველი პირსახოცები და ხალიჩები. ზედმეტი ნივთები ხელს შეგიშლით სრულფასოვნად დალაგებაში, გარდა ამისა, მეტი სივრცე გაჩნდება საჭირო ნივთებისთვის.

ნაბიჯი 2 - მტვერი
აიღეთ მტვერი. გადაწმინდეთ თაროები. გამოიყენეთ გრძელსახელურიანი საწმენდი, რათა ადვილად მიწვდეთ აბაზანის შორეულ კუთხეებსა და სავენტილაციოში ჩამჯდარ მტვერს. მტვერსასრუტის დახმარებით იატაკიდან აიღეთ დაყრილი მტვერი და თმა.
ნაბიჯი 3 - აბაზანა/საშხაპე ოთახი
წაუსვით უნივერსალური საწმენდი საშუალება აბაზანის კედლებს, საშხაპე ოთახის ზედაპირს, ონკანს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ CIF-ის ლიმონის საწმენდი ან SANO-ს სპრეი, რომელიც იდეალურია კერამიკის, მინის, უჟანგავი ფოლადისა და პლასტმასის ზედაპირისთვის. თუ სოკოსა და ობს ებრძვით, BAGI-ს კონკრეტულად ამ ხაზის სპრეი გამოგადგებათ. დატოვეთ ცოტა ხნით და დაუბრუნდით მოგვიანებით.
ნაბიჯი 4 - თაროები
გაწმინდეთ აბაზანის თაროები და კარი. მაგალითად, BAGI-ს ავეჯის საწმენდი სპრეი 'რაიტიტი' მარტივად უმკლავდება ლაქებს, ჭუჭყს, თითის ანაბეჭდებსა და წვეთებს. ეფექტური და სწრაფი შედეგისთვის უმჯობესია, ვიმუშაოთ ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით.
ნაბიჯი 5 - იატაკი და კედლები
სათლში გააზავეთ წყალი და იატაკის მოსაწმენდი სითხე. იდეალურია SANO POLIWIX-ის საწმენდი გელი, რომელიც განკუთვნილია მარმარილოს, კერამიკული ფილების, ქვისა და დელიკატური მასალის ზედაპირისთვის. შეასხურეთ ან წაუსვით კედლებს, შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ წყლით და მოწმინდეთ იატაკი.
ნაბიჯი 6 - ხელსაბანი/ ნიჟარა

გაწმინდეთ ნიჟარის ზედაპირი, ონკანი, საპნის დისპენსერი. გამოიყენეთ FROSCH-ის უნივერსალური საწმენდი საშუალება ლავანდის ექსტრაქტით, რომლის უსაფრთხო ეკო მეგობრული ფორმულა არა მხოლოდ წმენდს, არამედ ტოვებს სასიამოვნო სურნელს. გაასუფთავეთ ხილვადი მილები. თუ რომელიმე ავზში წყალს გასვლა უჭირს, გამოიყენეთ კანალიზაციის საწმენდი სითხე. ამ შემთხვევისთვის შესაფერისია KROTან SANFOR. გაჭედილ მილებს ეფექტურად წმენდს SANO Drain-ის გრანულებიც.
ნაბიჯი 7 - აბაზანისა და საშხაპე ოთახის დასრულება
დაუბრუნდით აბაზანას/საშხაპე ოთახს. ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი და ბაქტერიები უკვე ადვილი მოსაშორებელი იქნება. წყლით გაასუფთავეთ ონკანი და ზედაპირი. თუ კაბინას მინის კედლები აქვს, გამოიყენეთ CAMSIL-ის მინის საწმენდი სითხე, რათა არ დააჩნდეს წვეთები. ბოლოს დააბრუნეთ ყველა ნივთი თავის ადგილას - შამპუნი, გელი, საპონი, ღრუბელი და ა. შ. გადაწიეთ ფარდა ან დახურეთ საშხაპე ოთახის კარი.
ნაბიჯი 8 - უნიტაზი
გაასუფთავეთ უნიტაზი. მაგალითად, SANO-ს საწმენდი სითხე ადვილად უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ნადებს, კლავს მიკრობებსა და ბაქტერიებს. მოსახერხებელია რთულად მისადგომი ადგილებისთვის. რაც შეეხება  DOMESTOS-ს, ის იდიალურია, როგორც ზედაპირის, ისე უნიტაზის შიდა სივრცის დეზინფექციისთვის. დასასრულს კარგად გაამშრალეთ და ჩაკიდეთ არომატიზატორი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ SANO-ს ან BREF-ის ანტიბაქტერიული და სურნელოვანი კონცენტრანტები.
ნაბიჯი 9 - ბოლო დეტალები
მოამშრალეთ იატაკი. ურნაში მოათავსეთ ახალი ნაგვის პარკი. დააფინეთ სუფთა ხალიჩა და დაკიდეთ ახალი პირსახოცი.
ნაბიჯი 10 - მნიშვნელოვანი წვრილმანები
ყოველთვის გამოიყენეთ ხელთათმანი; იდეალური იქნება სააბაზანოში ხელის მტვერსასრუტის შენახვა; ნიჟარასა და აბაზანაში მუდმივად იქონიეთ ცხრილი, რათა აირიდოთ მილების გაჭედვა; ეცადეთ მუდმივად მოიშოროთ ცარიელი კოლოფები; პატარა ნივთებისთვის იქონიეთ კალათი ან ყუთი. გახსოვდეთ, რომ სუფთა, დალაგებულ სახლში ყოფნა ჩვენს ცხოვრებასაც ალაგებს, ნერვებს ამშვიდებს და განწყობას აუმჯობესებს.