კომპანიის შესახებ

სუფთა სახლის მაღაზიათა ქსელი 2013 წლიდან ემსახურება ქართველ მომხმარებლებს.
 
ჩვენი ისტორია სულ რაღაც ორი მაღაზიით დაიწყო და მომხმარებელთა კეთილგანწყობის დამსახურებით დღესდღეისობით 89 ფილიალს მოვიცავთ საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრსა და დედაქალაქის ყველა უბანში.
 
ჩვენს ქსელში იხილავთ ყველაფერს, რაც შესაძლოა სახლისა და თავის მოვლისათვის დაგჭირდეთ.
სუფთა სახლში ყველაფერია, საწმენდი და სარეცხი საშუალებები, სამზარეულოს აქსესუარები, ბრენდული კოსმეტიკა, კოლგოტები, ბავშვის ჰიგიენა, საკანცელარიო ნივთები და სხვა.
 
ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ საქართველოში დავამკვიდროთ სახლისა და თავის მოვლის ახალი სტანდარტი და მოვერგოთ მომხმარებელთა შესაძლებლობებსა და სურვილებს.
 
სუფთა სახლში ვცდილობთ მუდმივად შევინარჩუნოთ დაბალი ფასები. გვაქვს ყოვლთვიური აქციები 2000-მდე დასახელების პროდუქტზე, ასევე ყოველკვირეული შეთავაზებები , რომ მომხმარებლებისათვის ნებისმიერი პროდუქტი ხელმისაწვდომი გავხადოთ.
 
მომხმარებლების წახალისების მიზნით შევქმენით დაგროვებითი ბარათიც, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მომხმარებლებს ქულების დაგროვება და შემდგომ დახარჯვა შეუძლიათ.
გვახარებს ის ფაქტი, რომ სუფთა სახლის მომხმარებლები ძალიან აქტიურად იყენებენ ბარათებს. ამიტომ ბარათის მფლობელთათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად შევქმენით მობილური აპლიკაციაც, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს მობილურ რეჟიმში შეუძლიათ ქულების დაგროვება.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS პროგრამის მომხმარებლებისათვის.
 
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციის საპრეზენტაციო ვებ-გვერდზე http://homecard.ge/
 
სუფთა სახლი ასევე მოიცავს ინტეგრირებულ მარკეტინგულ არხებს, Digital out of Home-ს, მაღაზიებში განთავსებული მონიტორებისა და ტაქსის ეკრანების სახით, დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://dooh.cleanhouse.ge/index-ge....
 
ვიცხოვროთ სუფთა სახლში !