კომპანიის შესახებ

სუფთა სახლის მაღაზიათა ქსელი ქართველ მომხმარებლებს 2013 წლიდან ემსახურება. ჩვენი ისტორია სულ რაღაც ოთხი მაღაზიით დაიწყო და მომხმარებელთა კეთილგანწყობის დამსახურებით, დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრსა და დედაქალაქის ყველა უბანში, 106 ფილიალს მოვიცავთ. ჩვენს ქსელში იხილავთ ყველაფერს, რაც შესაძლოა სახლისა და თავის მოვლისათვის დაგჭირდეთ. სუფთა სახლში ყველაფერია, საწმენდი და სარეცხი საშუალებები, სამზარეულოს აქსესუარები, ბრენდული კოსმეტიკა, კოლგოტები, ბავშვის ჰიგიენა, საკანცელარიო ნივთები და სხვა. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ საქართველოში დავამკვიდროთ სახლისა და თავის მოვლის ახალი სტანდარტი და მოვერგოთ მომხმარებელთა შესაძლებლობებსა და სურვილებს.
ვცდილობთ მუდმივად დაბალი ფასები შევინარჩუნოთ. 2000-მდე დასახელების პროდუქტზე გვაქვს ყოვლთვიური აქციები, ასევე ყოველკვირეული შეთავაზებები, რომ მომხმარებლებისათვის ნებისმიერი პროდუქტი ხელმისაწვდომი გავხადოთ. მომხმარებლების წახალისების მიზნით შევქმენით დაგროვებითი ბარათიც, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მომხმარებლებს ქულების დაგროვება და შემდგომ დახარჯვა შეუძლიათ. გვახარებს ის ფაქტი, რომ სუფთა სახლის მომხმარებლები ძალიან აქტიურად იყენებენ ბარათებს. ამიტომ ბარათის მფლობელთათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად შევქმენით მობილური აპლიკაციაც, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს მობილურ რეჟიმში შეუძლიათ ქულების დაგროვება. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS პროგრამის მომხმარებლებისათვის. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციის საპრეზენტაციო ვებ-გვერდზე http://homecard.ge/ სუფთა სახლი, ასევე ინტეგრირებულ მარკეტინგულ არხებს, Digital out of Home-ს, მაღაზიებში განთავსებული მონიტორებისა და ტაქსის ეკრანების სახით მოიცავს, დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://dooh.cleanhouse.ge/index-ge.html.
მადლობა, რომ ხართ სუფთა სახლის ერთგული მომხმარებელი!